თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი, რომელიც იკავებს 726 კმ2 ფართობს მტკვრის ორივე ნაპირზე. მისი მოსახლეობა შეადგენს 1480000 ადამიანს. ქალაქი დაარსებულია ჩვ.წ. მე–5 საუკუნეში საქართველოს მეფის ვახტანგ გორგასლის მიერ. ამჟამად თბილისი არის მნიშვნელოვანი ინდუტრიულ-სოციალური და კულტურული ცენტრი. უამრავი საინტერესო ადგილიდან შეგიძლიათ ნახოთ:
1. ანჩისხატის ეკლესია - აშენებული მე–5 და მე–6 საუკუნეებში, განლაგებულია ძველ თბილისში. არის სამ–ნავიანი ბაზილიკა.
2. სიონის საკათედრო ტაძარი - აშენებული მე–6 და მე–7 საუკუნეებში.
3. ნარიყალას ციხე–სიმაგრე - არსებობს მე–4 საუკუნის შუა წლებიდან. წმ. ნიკოლოზის ეკლესია აშენებული ციხე–სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე მე–13 საუკუნეში.
4. მეტეხის ღვთიშობლის ეკლესია - აშენებულია მე–5 საუკუნეში.
5. სამების საკათედრო ტაძარი - ყველაზე დიდი მართლმადიდებური საკათედრო ტაძარი საქართველოში და ამიერკავკასიაში.